ათენთან ბორნისა და კატარღის შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ოთხი ადამიანი, მათ შორის ცხრა წლის ბავშვი დაიღუპა საბერძნეთის დედაქალაქ ათენთან კატარღისა და ტურისტებით სავსე ბორნის შეჯახების შედეგად. მაშველებმა წყლიდან ოთხი ცხედარი ამოიყვანეს. მათ ასევე კატერზე მყოფი 21 ადამიანი გადაარჩინეს. შეჯახების დროს ოთხმა მგზავრმა სხეულის დაზიანება მიიღო. სამაშველო ოპერაციაში კატარღები და ვერტმფრენები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები