ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა ქაშმირის შტატში საპროტესტო აქციის ხუთი მონაწილე მოკლეს

ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა პაკისტანის საზღვართან მდებარე ქაშმირის შტატში საპროტესტო აქციის ხუთი მონაწილე მოკლეს. შეტაკების შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ქაშმირში დაპირისპირება ინდოეთის უსაფრთხოების ძალებსა და ადგილობრივ სეპარატისტებს შორის 8 ივლისს დაიწყო, როდესაც ინდოეთის სამთავრობო ძალებმა ერთ-ერთ ისლამისტური დაჯგუფების წარმომადგენელი ჰიზბულ მოჯაჰედინი მოკლეს. ინდოეთის ხელისუფლების ინფორმაციით, საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე შეიარაღებული იყო და მათ უშიშროების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს.
„როიტერის“ ცნობით, 8 ივლისის შემდეგ ქაშმირის შტატში 64 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები