ფეთჰულაჰ გიულენის მომხრეთა წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

აზერბაიჯანში ისლამის მქადაგებლის ფეთჰულაჰ გიულენის მომხრეთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. გიულენი და მისი მომხრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
როგორც აზერბაიჯანის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, თურქეთში სამხედრო ამბოხების შემდეგ გადატრიალების მოწყობა აზერბაიჯანშიც იგეგმებოდა. გიულენის მხარდამჭერების წინააღმდეგ აზერბაიჯანში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ტერორიზმისა და კონსტიტუციური წყობის დამხობის მომზადების მუხლით. ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს პირები გიულენისგან და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისგან დიდი ოდენობით თანხებს იღებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები