ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსი სამხედროები ჰაერიდან პირობითი მოწინააღმდეგის და დივერსიული ჯგუფის შემოტევა უნდა მოიგერიონ. წვრთნებში 700 სამხედრო მონაწილეობს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
მანევრები ცაბალის და ნაღვალოუს პოლიგონებზე მიმდინარეობს. მასში 60 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. წვრთნების ნაწილი ღამით გაიმართება. სამხედროები საბრძოლო სროლებს გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები