ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერი თანამდებობიდან გადააყენეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
როგორც აძინბამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გადადგომის მიზეზი მთავრობაში ისეთი პირების დანიშვნაა, რომლებიც აფხაზურ ენას არ ფლობენ. „ეს კონსტიტუციას და ენის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება“ – განაცხადა აძინბამ.
შამილ აძინბა მომავალ წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ის ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები