კალიფორნიაში 200 სახლი დაიწვა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად 200-მდე სახლი დაიწვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა. განადგურდა საცხოვრებელი სახლები, ასევე სახანძრო ნაწილის და ფოსტის შენობები. მოსახლეობა წინასწარ იყო ევაკუირებული. ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს გვალვა და ძლიერი ქარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები