ვახტანგ ყოლბაია ოკუპანტების მიერ 2 ქართველის გატაცებაზე: ეს არის ამორალური საქციელი

სოფელ რუხიდან ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ორი ქართველის გატაცების ფაქტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ეხმაურება.
მას მიაჩნია, რომ სათევზაოდ ჩასული მოქალაქეების დაკავება ამორალური საქციელია.
ყოლბაიას თქმით, დაკავებულთა გათავისუფლების მიზნით შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.
“ჩართული არის შესაბამისი სტრუქტურები, რომ ეს ხალხი იყოს გამოხსნილი. სხვანაირად ვერ დავარქმევ ამ მოვლენას ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გაუგებრობაა და ამ დღეებში გაირკვევა. არაფერ შუაში არ არის ის გალელი პიროვნება, რომლებიც სათევზაოდ გავიდნენ, ამ პაპანაქებაში წყალს, რომ მიაშურეს ამის გამო რომ დაიჭირო და გაიყვანო ეს არის ამორალური საქციელი. მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი შეფასება მიეცა, მაგრამ რეალური შედეგიც უნდა მოჰყვეს და ეს ბიჭები უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს,”- აცხადებს ყოლბაია.
ამავე თემაზე განცხადება გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
მისი თქმით, ფაქტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.
“ეს ფაქტები სამწუხაროდ ხდება, როდესაც საოკუპაციო ხაზზე ხდება უკანონოდ ჩვენი მოსახლეობის დაკავება. იცით რომ მოქმედებს ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამაზე ინფორმირებულია. გალში ამოქმედდა IPRM- ის მექანიზმი. ბუნებრივია იქნება რეაგირება,”- აცხადებს იზორია.
შეგახსენებთ, რომ სოფელ რუხში, საოკუპაციო ხაზთან, ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი – ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა გაიტაცეს. ისინი თევზაობის დროს დააკავეს.როგორც ოჯახისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ნათესავებისგან გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე გატაცებულები გალის იზოლატორში იმყოფებიან. არც ერთი მათგანი ოჯახს პირადად

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები