რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

სოფელ რუხში, საოკუპაციო ხაზთან, ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი – ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა გაიტაცეს.
ისინი თევზაობის დროს დააკავეს.როგორც ოჯახისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ნათესავებისგან გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე გატაცებულები გალის იზოლატორში იმყოფებიან. არც ერთი მათგანი ოჯახს პირადად არ დაკავშირებია. ერთ-ერთი გატაცებული მძიმე სენით არის დაავადებული და მუდმივ მკურნალობას საჭიროებს.
როგორც “კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ფაქტის შესახებ “ცხელი ხაზის” მეშვეობით, უკვე ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები