ფეთჰულა გიულენი: რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ბრალდებებიდან 1/10-ც კი არ შეესაბამება სიმართლეს

„პირობას ვდებ, დავბრუნდე თურქეთში და უმკაცრესი სასჯელი მოვიხადო“ – ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრებმა მუსლიმმა მქადაგებლმა ფეთჰულა გიულენიმ ფრანგულ გამოცემა „ლემონდთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც გიულენმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ბრალდებებიდან 1/10-ც კი არ შეესაბამება სიმართლეს.
„თუ ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების 1/10-ს მაინც დაამტკიცებენ, პირობას ვდებ, დავბრუნდე თურქეთში და უმკაცრესი სასჯელი მოვიხადო“, – განაცხადა გიულენმა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გიულენი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. ფეთჰულაჰ გიულენი 1999 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები