საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, არადგრად ამინდებთან ერთად ღამღამობით შესაძლებელია, ტემპერატურა დავარდეს.

„საპროგნოზო რუკებზე პროცესები განსხვავებულია, ერთი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ასევე საქართველოს მასშტაბით ქარის ინტენსივობა გაძლიერდება. ღამით შესაძლებელია ტემპერატურა დავარდეს“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები