გალაკტიონ ტაბიძის უცნობი მასალების გამოფენა
ლიტერატურის მუზეუმში გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი მასალები გამოიფინა. გამოფენაზე პოეტის ის ფოტოები, ხელნაწერები და ჩანახატებია წარმოდგენილი, რომლებიც საზოგადოების ფართო მასებისთვის აქამდე უცნობია და მისი შემოქმედების ასეთი მასშტაბური გამოფენა ჯერ არ ყოფილა. გამოფენა 13 იანვრს დაიწყო 17 მარტამდე გაგრძელდება. გალაკტიონ ტაბიძე 1981 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში დაიბადა.
1914 წელს მისი ლექსების პირველი კრებული გამოვიდა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა ”არტისტულმა ყვავილებმა” მას ”პოეტების მეფის” სახელი მოუტანა. 1922-23 წლებში პოეტი ”გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს” გამოსცემდა. 1924 წელს იგი იყო ჟურნალ ”მნათობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი ლექსებისა და პოემების თარგმანები ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე სისტემატურად ქვეყნდებოდა. გალაკტიონ ტაბიძის 120 წლის იუბილე 15 ნოემბერს თბილისში, ხოლო 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში აღინიშნა.