თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოჯრის ახალი გზატკეცილის, კოჯრის შესახვევის, ამაღლების, ლერმონტოვის, პაოლო იაშვილის, ასათიანის, ქიქოძის, მაჩაბლის, ინგოროყვას, ჩახრუხაძის, ახუნდოვის, ყავლაშვილის, შავთელის, ავლევის, იეთიმ გურჯის, სულთნიშნის, ნაკაშიძის, ბარათაშვილის, ვერცხლის, კოტე აფხაზის, ლეონიძის, ალექსანდრე დიუმას, პუშკინის, კიტა აბაშიძის, კალისტრატე ცინცაძის, ოქრომჭედლების და ტაბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ტაშკენტის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, სანაპიროს და ცაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზესტაფონის, ცოტნე დადიანის, ბენდელიანის და ცისარტყელიოს ქუჩების მაცხოვრებლებს. სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე – მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის ქუჩის მაცხოვრებლებს. დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები