ჩაჩავას კლინიკაში საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მკურნალობა ფინანსური დანაზოგია

 

საშვილოსნოს ყელის ეროზია დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დიაგნოზია. ადრე ითვლებოდა, რომ ყველა ეროზიული კერა უნდა მომწვარიყო, ან მოყინულიყო, ამიტომ როდესაც ექიმები საშვილოსნოს ყელის გარეთა პირთან სიწითლეს დაინახავდნენ, მაშინვე იწყებდნენ მკურნალობას. შემდეგ გაირკვა, რომ საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გამომწვევი მიზეზი პაპილომავირუსული ინფექციაა… სიტუაცია შეიცვალა… აღმოჩნდა, რომ „ჰიპერმკურნალობამ“ თავისი მნიშვნელობა დაკარგა, რადგან ის, რაც ადრე ეროზიად ითვლებოდა, რეალურად, ჰორმონდამოკიდებული პროცესია, რომელიც შეიძლება, ქალს მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდეს, მაგრამ, მარტივად რომ ვთქვათ, ცუდი შედეგი არ გამოიღოს. ამ ყველაფერმა ფუჭად გახარჯული ფინანსური და სამკურნალო რესურსი გამოააშკარავა. ჩაჩავას კლინიკაში მრავალი წელია ხორციელდება საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მართვის ახალი მიდგომა, რომელიც პაციენტს დამატებით ხარჯებს თავიდან არიდებს.13933510_310881425926622_716474508_n
საშვილოსნოს ყელის პათოლოგიებზე, პაპილომავირუსის გავრცელების გზებზე, შედეგებსა და მკურნალობის მეთოდებზე „კვირა“ ჩაჩავას კლინიკის ექიმ-გინეკოლოგს, კოლპოსკოპისტს, მედიცინის დოქტორს, თამარ ალიბეგაშვილს ესაუბრა:
– საშვილოსნოს ყელის ყველაზე მნიშვნელოვანი პათოლოგია საშვილოსნოს ყელის კიბოა. მთელი ჩვენი ძალისხმევა კიბოსწინარე მდგომარეობების დროულად აღმოჩენისა და მკურნალობისკენაა მიმართული. ამ მიზნით, ჩვენთან რამდენიმე სახის კვლევა ხორციელდება, კერძოდ: პაპ ტესტი (საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა), HPV ტესტი (მაღლი რისკის პაპილომავირუსული ინფექციის გამოსავლენად) და კოლპოსკოპიური კვლევა (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპით დათვალიერება). ამ მეთოდებით ჩვენ ვავლენთ ცვლილებებს, რომლებიც ამა თუ იმ ხარისხის დაზიანებას მიესადაგება. საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზი პაპილომავირუსული ინფექციაა, რომელიც საკმაოდ ხშირია. მართალია, მას ბევრი ადამიანი ატარებს, მაგრამ სიმსივნე ყველას არ უჩნდება, რადგან თავად ეს ინფექციაც სხვადასხვა ტიპისაა. მთავარი განსხვავება მათ შორის ისაა, რამდენად შეუძლია ვირუსს სიმსივნის გამოწვევა. ანუ კონკრეტულ შემთხვევაში, გვაქვს თუ არა საქმე მაღალი რისკის პაპილომავირუსულ ინფექციასთან. ჩვენი მთავარი მიზანია, ამ ვირუსებით გამოწვეული კიბოსწინარე დ
13936556_310881419259956_1313558348_nაზიანება არ გამოგვეპაროს და ვუმკურნალოთ ყოველ კონკრეტულ პაციენტს ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯის გარეშე.
– რა შემთხვევაშია შესაძლებელი პაპილომავირუსით დაინფიცირება?
– ეს ინფექცია სქესობრივი გზით გადადის და უსიმპტომოა. არც მამაკაცმა და არც ქალმა არ იციან, რომ ისინი ვირუსის მატარებლები არიან, მანამ, სანამ ვირუსი კლინიკურად არ გამოვლინდება. თავდაპირველად, სასქესო ორგანოების სხვადასხვა მიდამოში მეჭეჭების სახით იჩენს თავს. ეს, ძირითადად, დაბალი რისკის მქონე პაპილომავირუსულ ინფექციებს შეეხებათ. მაღალი რისკის პაპილომავირუსული ინფექცია კი კლინიკურად მანამ არ ვლინდება, სანამ საშვილოსნოს ყელის კიბო არ განვითარდება და არ დაიწყება სისხლდენა, ლორწოვანის ნეკროზი, ან დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა გართულება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ქალმა, რომელიც თავს ჯანმრთელად თვლის, აუცილებლად ჩაიტაროს სკრინინგული გამოკვლევა და დაავადება კლინიკურ გამოვლინებამდე გააკონტროლოს.
– დაინფიცირებიდან დაახლოებით რამდენ ხანში ყალიბდება სიმსივნე?
– შეიძლება, ქალი 20 წლის ასაკში დაინფიცირდეს, მაგრამ სიმსივნე 45 წლის ასაკში ჩამოყალიბდეს, მანამადე კი, კიბოსწინარე მდგომარეობა გაგრძელდება, ამიტომ თუკი პაციენტიცა და ექიმიც ყურადღებით იქნებიან, არაფერი გამოეპარებათ. საშვილოსნოს ყელის კიბო იმ სიმსივნეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა სწორი მართვის შემთხვევაშიც დაავადების 100%-იანი პრევენციაა შესაძლებელი.
– სქესობრივი კავშირის გარდა, დაინფიცირების სხვა გზა არსებობს?
– არა, ამ შემთხვევაში, ერთადერთი კონტაქტური გზა სქესობრივი კავშირია.
– შეიძლება, რომ პაპილომავირუსის მატარებელი ქალიც იყოს და მამაკაციც?
13942592_310881422593289_662253466_n
– დიახ, ორივე.
– სიმსივნის გარდა, კიდევ რას იწვევს ეს ვირუსი?
– სასქესო ორგანოების კონდილომებს, ანუ მეჭეჭებს, რომლებიც ხანდახან გიგანტურ ზომებსაც იღებს და როგორც სიმპტომური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით, ნამდვილად შემაწუხებელია. ჩაჩავას კლინიკაში, დიაგნოსტიკის გარდა, სხვადასხვა სამკურნალო მანიპულაციაზეც ვმუშაობთ. ეს მანიპულაციები დაზიანებული კერების მოშორებას ემსახურება.
– დაზიანებული კერის მოშორება მის ამოკვეთას გულისხმობს?
– ამ შემთხვევაში, ორი გზა არსებობს. პირველი გზა კერის განადგურებაა, ხოლო მეორე – ამოკვეთა. დაზიანებული მიდამოს განადგურება დიათერმოკოაგულაციას (მოწვა), ან კრიოთერაპიას (მოყინვა) გულისხმობს, ხოლო ამოკვეთა – კერის ელექტრომარყუჟით მოცილებას (კონიზაცია).
– პაპილომავირუსული დაზიანების აღმოჩენის გარდა, რა დადებითი მხარე აქვს კოლპოსკოპიურ კვლევას?
– ეს კვლევა ქვემო გენიტალური ტრაქტის ამა თუ იმ ინფექციის გამოსავლენად ძალიან ინფორმაციული მეთოდია. კოლპოსკოპიური კვლევის დროს კარგად ჩანს საშოს ანთება, პოლიპი, შეგვიძლია ვიმსჯელოდ ქალის ჰორმონალურ სტატუსზე და ა.შ. ნებისმიერი კონკრეტული გინეკოლოგიური ჩივილით მოსული პაციენტი, რომელიც კოლპოსკოპიურ გამოკვლევას ჩაიტარებს, დამატებით ბევრ ინფორმაციას მიიღებს. ჩვენთან ეს გამოკვლევა გერმანული ციფრული კოლპოსკოპით – Liezegang-ით ტარდება, რომე13936946_309814879366610_1652854211_nლსაც გამოსახულება ეკრანზე გამოაქვს და ექიმს პაციენტისთვის მისი მდგომარეობის ახსნას უადვილებს.
ეს კოლპოსკოპიური აპარატი საშუალებას გვაძლევს, დავაარქივოთ სურათი, რათა საჭირო დროს ძველი და ახალი მდგომარეობები ერთმანეთს შევადაროთ.
– თუ ქალს არაფერი აწუხებს, კოლპოსკოპიური გამოკვლევის ჩატარება რა სიხშირითაა რეკომენდებული?
– თუ ქალი ასიმპტომურია და პაპ ტესტის და კოლპოსკოპიური კვლევის მაჩვენებლები ნორმულია, მაშინ – 3 წელიწადში ერთხელ გამოკვლევაც საკმარისია იმისათვის, რომ არ მოხდეს კიბოსწინარე დაზიანების „გაპარვა“.
– თუ აქვს ასაკობრივი ზღვარი პაპილომავირუსით დაავადებას?
– ინფიცირება ყველაზე ხშირად ხდება სქესობრივი ცხოვრების დაწყების პერიოდში, მაგრამ შემთხვევათა 95%-ში ეს ინფექცია უკუვითარდება და ორგანიზმიდან იდევნება, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ პაპილომავირუსულ ინფექციას ორგანიზმში მყარი იმუნური სისტემა დახვდება. მაგრამ თუკი სახეზეა არასასურველი რისკ-ფაქტორები, მაგალითად, ქალის მწეველობა, სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება, კონდომის გამოუყენებლობა და ა.შ, და, ამასთანავე, თუ საქმე მაღალი რისკის ონკოაგრესიულ ვირუსთან გვაქვს, მაშინ ეს უკანასკნელი ორგანიზმში ხანგრძლივად ჩერდება და იწყებს თავის დამაზიანებელ მოქმედებას.
– უწყობს თუ არა ხელს ინფექციის გავითარებას ემოციური ფონი?
– რა თქმა უნდა, იმუნური სისტემის პირველი რისკ-ფაქტორი ყოველთვის სტრესია.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები