სოხუმში წყალდიდობას ებრძვიან (ვიდეო)
სოხუმსა და მის შემოგარენში წყალდიდობაა. როგორც სააგენტო „ტასს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილემ, ტიგრან დელიბალტიანმა განუცხადა, დატბორილია რამდენიმე მეურნეობა და საკარმიდამო ნაკვეთი.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
წყალდიდობის მიზეზი კოკისპირული წვიმა გახდა. მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოხუმის სარკინიგზო სადგურის სიახლოვეს შეიქმნა – ჩაძირული ავტომობილების სახურავებიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა. ძლიერმა ქარმა ხეები და დენის გადამცემი ანძები წააქცია. ამჟამად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.