შსს-ს წარმომადგენლებმა არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც “კვირას” შსს-დან აცნობეს, შეხვედრას ცესკო-ს, საარჩევნო ადმინისტრაციის სწავლების ცენტრის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრას საარჩევნო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი და IFES-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული დირექტორი ვასუ მოჰანი უძღვებოდა. მონაწილეებმა არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით სახელმძღვანელო ინსტრუქციის კონცეფცია განიხილეს, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ.
შეხვედრა, ცესკო-ს ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები