პრემიერი: არ შეიძლება ქართველებმა ვიცხოვროთ მხოლოდ პოლიტიკით

არ შეიძლება ქართველებმა მხოლოდ პოლიტიკით, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთში, მოსახლეობისთვის ”ქართული ოცნების” დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაქარია ქუცნაშვილის წარდგენისას განაცხადა.

” ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება. არ შეიძლება ქართველებმა ვიცხოვროთ მხოლოდ პოლიტიკით, არ შეიძლება ვისუნთქოთ და ვიკვებოთ პოლიტიკით, არ შეიძლება ყოველ დღე ვუყუროთ ტელევიზიით, თუ როგორ ილანძღებიან ადამიანები, როგორ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს, ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და დავიწყოთ ერთმანეთის პატივისცემაზე და სიყვარულზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები