გიორგი კვირიკაშვილი: მთის გარეშე საქართველოს განვითარება შეუძლებელია

„დღეს ჩვენ უნდა შევეხიდოთ მთას და უნდა დაგიდგეთ გვერდით, რომ საქართველო გადავარჩინოთ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთში განაცხადა, სადაც ადგილობრივებს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.

”დღეს ვიზეიმეთ უდიდესი დღესასწაული ვაჟაობა, დღესასწაული, რომელიც ქართველი კაცის სულიერების სიღრმეზე მიუთითებს და მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად უკიდეგანოა ქართველი კაცის კაცთმოყვარეობა. ჩვენ მართლა დიდი ქვეყნის შვილები ვართ, შესანიშნავ ზეიმზე ჩვენ ვაჟას პოეზია წაგვიკითხეს, ჩვენმა საყვარელმა ადამიანმა გუჯა ბურდულმა. ჩვენ იმ ადგილას ვიმყოფებით, რომელიც ყოველთვის საქართველოს უსაფრთხოების და ყოფნა-არყოფნის დროს, გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა საქართველოსთვის ბრძოლაში. მთიელები ყოველთვის, საუკუნეების მანძილზე იდგნენ საქართველოს დამცველთა რიგებში პირველ ადგილზე. დღეს ჩვენ უნდა შევეხიდოთ მთას და უნდა დაგიდგეთ გვერდით, რომ საქართველო გადავარჩინოთ. მთის გარეშე საქართველოს განვითარება შეუძლებელია, და საქართველოს, ქართველი კაცის ბუნების, მისი საუკეთესო თვისებების შენარჩუნება შეუძლებელია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები