კახა კალაძე – ჩვენ შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც მოსახლეობას აწუხებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ზაქარია ქუცნაშვილს, რომელიც ყაზბეგის, თიანეთისა და დუშეთის გაერთიანებული რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატია, წარმატებას უსურვებს.
კახა კალაძემ აღნიშნულ რაიონებში დღევანდელი ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველა იმ პრობლემას მოაგვარებს, რომელიც დღეს მოსახლეობას აწუხებს.
“დღეს ვიმყოფებოდით ყაზბეგის, თიანეთისა და დუშეთის რაიონებში, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი იყო წარმოდგენილი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ძალიან საპასუხისმგებლოა იყო მაჟორიტარი-დეპუტატი. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოსახლეობასთან ერთად, შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დღეს მოსახლეობას აწუხებს”,- აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები