გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდის მოსახლეობას ”ქართული ოცნების” თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.
პრემიერის თქმით, ზაქარია ქუცნაშვილი იქნება მოსახლეობის ხმა პარლამენტში.
”წარმოგიდგენთ ერთ-ერთ გამოცდილ პარლამენტარს, ახალგაზრდა, თუმცა გამოცდილ კაცს, და რაც მთავარია, ამ მხრის შვილს, ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც თქვენი ყველა ტკივილი სტკივა და თქვენი პერსპექტივა საკუთარ პერსპექტივად მიაჩნია, ეს არის ზაქარია ქუცნაშვილი. მხარს ვუჭერ მას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები