გიორგი კვირიკაშვილი: ბევრი გვაქვს საამაყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია შეაფასა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი საარჩევნო კამპანია თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რაც 2011 წლის შემოდგომაზე და მთელი 2012 წლის განმავლობაში ხდებოდა. განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
”აქ ცხოვრობს განსაკუთრებულად გმირული სულის ხალხი. მე დღეს თქვენთან ვარ და გესაუბრებით იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ მომდევნო 4 წელი კიდევ ერთად. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გავიარეთ 2012 წლიდან მოყოლებული.
”ბევრი გვაქვს საამაყო, გარდა იმისა, რომ ადამიანები თავისუფლები არიან, ჩვენ შევძელით, რომ იმ უმთავრესი საკითხებისთვის მიგვექცია ყურადღება, რომელიც ყოფნა-არყოფნის საკითხებად გვევლინებოდა წლების განმავლობაში, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება და ა.შ.”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნული რეფორმების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები