ირაკლი სესიაშვილი: თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება

ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მის შესაძლო დანიშვნას გამორიცხავს. ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. პრემიერს კიდევ 6 დღის ვადა აქვს, მისი პრეროგატივაა თავად დაასახელოს კანდიდატურა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეული არჩევანი იქნება გაკეთებული”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა თანამდებობა 28 ივლისს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები