გია ვოლსკი: „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, მთაწმინდის რაიონში სალომე ზურაბიშვილს მაჟორიტარობის კანდიდატი არ დაუპირისპიროს
„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, მთაწმინდის რაიონში სალომე ზურაბიშვილს მაჟორიტარობის კანდიდატი არ დაუპირისპიროს. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის ყოფნა პარლამენტში კარგი იქნება ქვეყნისთვის და ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ პარტიამ ზურაბიშვილს მთაწმინდაზე თავისი კანდიდატი არ დაუპირისპიროს.
„პრემიერ-მინისტრს აქვს მოსაზრება, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი ინტელექტუალური მონაცემებით, განვლილი საქმიანობის ფართო სპექტრით კარგი იქნება, იყოს პარლამენტში. ამიტომ, გაჩნდა მოსაზრება, რომ კანდიდატი “ქართულმა ოცნებამ” არ დააყენოს მთაწმინდაზე, რასაც, პრინციპში, მეც ვეთანხმები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა დააკონკრეტა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იქნება წარდგენილი „ქართული ოცნებიდან“.