გიორგი კვირიკაშვილი: მოწოდებული ვართ, არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩავატაროთ  

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვიმყოფებით; ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად და ყველანიმოწოდებული ვართ, ის უმაღლესი სტანდარტებით ჩავატაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ამბასადორიალი 2016″-ზე, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაიხვეწა და გაცილებით გაუმჯობესდა კანონმდებლობა, ასევე, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები,რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ამ ყველაფრის მიზანია, მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ისეთი ექსცესები, როგორიც იყო ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ უბანზე, ადგილობრივიარჩევნების დროს. ეს იყო ძალიან სამწუხარო ფაქტი და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა, თუმცა, გარკვეული პრევენციის როლიც ითამაშა მომავალიარჩევნებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს დეტალურად ესაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგისშესახებ, რომელიც განათლების სისტემის ძირეულ რეფორმას, ეკონომიკური რეფეორმების ბლოკს, მმართველობის რეფორმას დაინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას გულისხმობს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმისგანხორციელებას საქართველოს განვითარების უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი გარღვევის მოხდენა შეუძლია.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ელჩების როლი, მთავრობის რეფორმების გეგმის განხორციელების პროცესში დაგანაცხადა, რომ მათი ჩართულობა გადამწყვეტია.
“მიხარია, რომ საქართველოს ჰყავს ასეთი გამორჩეული დიპლომატიური კორპუსი, ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ და ვფიქრობ,დიპლომატიურ კორპუსში ასეთი ადამიანების ყოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის პატივი იქნებოდა”, – მიმართა პრემიერმა ქართველ დიპლომატებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსაც დაუთმო.
შეხვედრა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები