გიორგი კვირიკაშვილი დავით უსუფაშვილს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დაახლოებით ნახევრს საათს გაგრძელდა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრის თემები საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებსა და ხიდაშელ-ზაქარეიშვილის შემცვლელების საკითხს ეხებოდა.
„მე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით. მთავარია, თავდაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის შესაბამისობა,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.