მთავარი პროკურორის მოადგილე: მოსამართლეების შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე გამოძიება ობიექტურად წარიმართება

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლეების შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე გამოძიება ობიექტურად წარიმართება.
როგორც გოგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა საქმის გამოძიების პროცესში პროკურატურა მაქსიმუმს ცდილობს და განსხვავებული მიდგომა არც ამ შემთხვევაში იქნება.
„პირველივე დღიდან, როდესაც გაჟღერდა ეს თემები, რა თქმა უნდა, პროკურატურის მოლოდინი იყო, რომ ყველა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე ითანამშრომლებდა გამოძიებასთან და ასეც მოხდა. გუშინდელი მდგომარეობით, ფაქტიურად, თითქმის ყველა მოსამართლემ მიწოდა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებას. დღესაც გაგრძელდება შეხვედრები და ყველა მოიქცევა ისევე, როგორც მოიქცა გიორგი პაპუაშვილი“, – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები