თემურ ჭკუასელი: მინისტრობის კანდიდატების არცერთი გვარი სიმართლეს არ შეესაბამება

მინისტრობის კანდიდატებად დღემდე დასახელებული სავარაუდო პირების ვინაობა სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თემურ ჭკუასელმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ, გვიან ღამით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეკრებაზე მინისტრობის კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა პრემიერ-მინისტრს მაინც ჰკითხეს, შეარჩია თუ არა ის კანდიდატები, ვისი ვინაობის შესახებაც უკვე საუბრობენ.
„მინისტრობის კანდიდატობაზე არცერთი გვარი სიმართლეს არ შეესაბამება და შემიძლია პრემიერ-მინისტრის სიტყვებით გიპასუხოთ. გუშინ იგივე ჰკითხეს და გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა, კონსტიტუციის თანახმად, მე ერთი კვირა მაქვს გადაწყვეტილების მისღებად, დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ და გადაწყვეტილებას რომ მივიღებ, ის იქნება სიმართლეო. დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ ჭორის დონეზეა“, – განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
მისი თმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე მხოლოდ ერთ საკითხზე მიდის მჯელობა, ეს არის მაჟორიტარი კანდიდატების შეჯერება – დასახელება და მასთან დაკავშირებული დეტალები.
„გუშინაც ეს საკითხი გავიარეთ. ამასთან, ვიმსჯელეთ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე. თბილისში, ორი საარჩევნო ოლქის გარდა, გარდა ყველა მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი უკვე შერჩეულია“,- განაცხადა თემურ ჭკუასელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები