NDI-ის კვლევის მიხედვით, იმ გამოკითხულებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, 32% “ქართულ ოცნებას”, ხოლო 26% “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა ხმას

ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 26% – “ნაციონალურ მოძრაობას“.
კვლევის თანახმად, ამომრჩევლების 7% ხმას „პატრიოტთა ალიანსს“ მისცემდა, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 6%, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდა ხმას 2%, სხვა პოლიტიკურ პარტიებს 11%, კითხვაზე უარყოფითი პასუხი 10%-მა გასცა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველო მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები