NDI: გამოკითხულთა 57% ხმას იგივე პოლიტიკურ ძალას მისცემს, რომელსაც 2012 წელს

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევების მიხედვით, კითხვაზე აპირებთ თუ არა, რომ იგივე პოლიტიკურ პარტიას მისცეთ ხმა, ვისაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიეცით, გამოკითხულთა 57% აცხადებს, რომ აპირებს.
გამოკითხულთა 27% ხმას არ მისცემს იგივე პოლიტიკურ ძალას, ხოლო 7% არ აპირებს არჩევნებზე მისვლას. კითხვაზე პასუხი არ იცის 6%-მა, ხოლო პასუხზე უარი თქვა 4%-მა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველო მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები