ნოდარ ხადური: მინისტრების ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით პრემიერი კონსულტაციებს მართავს
მინისტრების ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი შესაბამის კონსულტაციებს მართავს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.
„მე არ მაქვს ინფორმაცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს დრო. ის მართავს შესაბამის კონსულტაციებს და მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობები დატოვეს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.