NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა მონაწილეობას მიიღებდა
NDI-ს კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა მონაწილეობას მიიღებდა. ასეთია „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის პოლიტიკური ნაწილის შედეგი. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67%-მა გასცა. 33 %-ს შეადგენს ისინი, ვინც, სავარაუდოდ, არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტურმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.