თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნული სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის, დიდგორის, სამგორის, ისნის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონებს.
მთაწმინდის რაიონი, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაჩაბლის, ტაბიძის, ასათიანის, ქიქოძის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III და IV კვარტლების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, წულუკიძის, ჯავახეთის, ლაღიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გროზნოს, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, ნორიოს და ქინქლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბალანჩივაძის, დოლიძის, ლიხაურის და ჩიქოვანის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები