მიხეილ ჯანელიძე: საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისთვის კომერციული ატაშეების შერჩევის პროცედურები მალე დაიწყება

საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისთვის კომერციული ატაშეების შერჩევის პროცედურები მალე დაიწყება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ კომერციული ატაშეები მაქსიმალურად იქნებიან დატვირთულები კერძო სექტორთან მუშაობის მიმართულებით.
„კომერციული ატაშეები იმუშავებენ კერძო კომპანიების ინტერესების ლობირებაზე, კონტაქტებისა და პარტნიორების მოძიებაზე და კომერციული ურთიერთობების განვითარებას შეუწყობენ ხელს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, კომერციული ატაშეები შერჩეული იქნებიან ეკონომიკის სამინისტროს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად.
„ამ მიმართულებით კონკრეტული პროცედურების შემუშავება მიმდინარეობს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, რათა ყველა დეტალი იყოს განსაზღვრული, მათი საქმიანობის სფერო კონკრეტულად იყოს ჩამოყალიბებული. ჩვენ მალე დავიწყებთ შერჩევის პროცედურებს როგორც შესაბამისი ქვეყნების, ასევე პირების“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები