გიორგი პაპუაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა.
პაპუაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრემიერი მზად არის, მოუსმინოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღევანდელი შეხვედრით დღის წესრიგიდან არ იხსნება გიორგი პაპუაშვილის თანამშრომლობის აუცილებლობა პროკურატურასთან, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია.
პრემიერის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები პოზიტიურ როლს არ ასრულებს სასამართლოს იმიჯისა და ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებაში.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ინსტიტუციების დისკრედიტაცია და ყველა ადამიანს, თანამდებობის მიუხედავად, ინსტიტუციების პატივისცემისკენ მოუწოდებს.