„ამბასადორიალი 2016”-ის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის შესახებ სამუშაო სესია მიმდინარეობს

საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში „ამბასადორიალი 2016”-ის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის შესახებ სამუშაო სესია მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ტრადიცია, სადაც მთელი რიგი შედეგები შეჯამდება.
მისივე თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდგომ გაზრდილია სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან და ამ მიმართულებით არის მზარდი ტენდენციები.
სამუშაო სესიას ესწრებიან – საქართველოს 91 სრულუფლებიანი ელჩი სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია.
სამუშაო სესიის დასრულების შემდეგ სტუმრები გაეცნობიან ტექნოპარკის სერვისებს, პროექტებს, პროგრამებს, ასევე შეეძლებათ დაათვალიერონ „ფაბლაბებში“ შექმნილი პროდუქტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები