სასამართლომ პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრს 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მეორეს კი გაფრთხილება მისცა

პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრების სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრების – კახა დუაძის და მურაზ სამადაშვილის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე განხილვა გრძელდება.
პროცესზე მტკიცებულების სახით შსს-ს თანამშრომლებმა კახა დუაძისა და მურაზ სამადაშვილის დაკავების ვიდეომასალა წარადგინეს, სადაც ასახული იყო, დაკავების დროს პარტიის წევრებსა და პოლიციელთა შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა და წინააღმდეგობის გაწევა.
ბურჭულაძის პარტიის წევრების ადვოკატებმა პროცესზე განაცხადეს, რომ კახა დუაძე და მურაზ სამადაშვილი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. სასამართლო ადმინისტრაციულ გადაცდენაზე კახაბერ დუაძის მიმართ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. მურაზ სამადაშვილს კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე 600- ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები