პრეზიდენტის სიძე – მინდია გოგოჭური პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა

რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის სიძე – მინდია გოგოჭური საქართველოს მთავარ პროკურატურაში ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად მივიდა. გოგოჭურს კომენტარი ჟურნალისტებთან არ გაუკეთებია. მცირე კომენტარი მხოლოდ სოსო ბარათაშვილმა გააკეთა.
„გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი პროცედურა და გამოკითხვის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში გავაკეთებთ კომენტარს“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები