შალვა ხუციშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე – ეს არის ჩვეულებრივი საპოლიციო მოქმედება

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობას ეხება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განმარტება გააკეთა. როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს რეგულარული საპოლიციო ღონისძიება იყო.„პრეზიდენტის განცხადებაზე ვერაფერს გეტყვით. ასეთ ოპერაციას პოლიცია ატარებს დღეში ათს. ჩვეულებრივი ღონისძიებაა. ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული საპოლიციო მოქმედება, რომელიც დღეში ათობით ტარდება. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით, იცით რომ გამოძიება დაიწყო,“ – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები