ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ თანამდებობა დატოვა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ამის შესახებ მიქვაბიამ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. მიქვაბია ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის 20 მარტს დაინიშნა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად შამილ აძინბა დაინიშნა, რომელიც მანამდე ე.წ. ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.