პრეზიდენტის მეუღლის სიძე – მინდია გოგოჭური პროკურატურაშია დაბარებული

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლის, მაკა ჩიჩუას სიძე – მინდია გოგოჭური დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოკითხვა 15:00 საათისთვის არის დანიშნული.
მინდია გოგოჭურის პროკურატურაში დაბარება უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, რომელიც მისი ოჯახის წევრის გაჩხრეკას შეეხებოდა.
მინდია გოგოჭური პროკურატურაში მოწმის სტატუსით არის დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები