დე ფაქტო აფხაზეთის “პრემიერი” თანამდებობიდან გადადგა

დე ფაქტო აფხაზეთის “პრემიერ მინისტრი” არტურ მიქვაბია თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
წყაროს ცნობით განცხადება მან ე.წ. მინისტრთა კაბინეტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
“ყველა ზომა, რომელიც მთავრობა იღებდა, სხვა პირობებში უფრო შესამჩნევი იქნებოდა. საუბარია როგორც ხელფასების მატებაზე, ისე პენსიის ოდენობის მომატებაზე. არ მგონია, რომ სხვა რომელიმე მთავრობას შესძლებოდა უკეთესად გამკლავებოდა იმ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტა ჩევნ მოგვიწია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში და ეკონომიკაში“, – განაცხადა მიქვაბიამ.
არტურ მიქვამია თანამდებობას 2015 წლის 20 მარტიდან იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები