გია ვოლსკი „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშზე: ხანდახან ვფიქრობ, იქნებ, მე ვერ ვხედავ რამეს

საპარლამენტო უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ შუალედურ ანგარიშში მოყვანილ შენიშვნებს კატეგორიულად არ ეთანხმება. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია, არასამთავრობოების მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ.
“რაღაც ტოტალური შეტევა მიმდინარეობს, თუ ხანდახან ვფიქრობ, რომ იქნებ, მე ვერ ვხედავ რამეს. წინასაარჩევნო ატმოსფერო, შეფასებულია საკმაოდ მაღალ დონეზე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების, ელჩების თუ სხვა უცხოელი წარმომადგენლების მიერ. ჩვენს საზოგადოებაშიც ვფიქრობ, არ არის განწყობა, რომ ვიღაცას ერთი კილო კარტოფილი, ზეთი ან ფქვილი, ან სამგზავრო ბილეთები დაურიგეს და ამით მოსყიდვას ცდილობენ. ვფიქრობ, ასეთი ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა უახლოესი ისტორიის პერიოდში, აღარ არის,“ – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“, წინასაარჩევნოდ, შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. მან 1-დან 18 ივლისის ჩათვლით ზეწოლის მუქარის 2, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი გამოავლინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები