„გაზპრომი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შვილობილ კომპანიას ქმნის

რუსული კომპანია „გაზპრომი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შვილობილი კომპანიის შექმნას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ეს საკითხები ცხინვალში დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა და „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ვალერი გოლუბევმა განიხილეს.
„გაზპრომის“ წარმომადგენლები ცხინვალში ორშაბათს ჩავიდნენ. მათ ოკუპირებული რეგიონის გაზიფიცირების საკითხები უნდა განიხილონ. „სპუტნიკის“ ცნობით, დაგეგმილია 200 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება, რისთვისაც, საერთო ჯამში, 890 კილომეტრის მილების მშენებლობა იქნება აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები