გიორგი პაპუაშვილი: ამ დროისთვის მთავარ პროკურორთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ამ დროისთვის მთავარ პროკურორთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სანამ ნდობა არ გაჩნდება პროკურატურის მიმართ, იქამდე ასეთი შეხვედრის გამართვას აზრი არ აქვს.
„აზრს ვერ ვხედავ ასეთი შეხვედრის. როდესაც მგლის ხახაში წერილებს აგზავნი და იქიდან, პირიქით, გიგზავნიან რაღაცებს, არ შეიძლება შეხვედრა. თუ შევთანხმდით პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, რომ არის ნდობა, რომ აზრი აქვს მისვლას და არ ექნება უკურეაქცია და ამაში მოსამართლეებიც დარწმუნდებიან, მაშინ ბათუმის უკანასკნელ პროკურორსაც შევხდები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პროკურატურას ორჯერ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეთა ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა არცერთ მათგანზე რეაგირება არ მოუხდენია.