უსუფაშვილი აშშ-დან დაბრუნებისთანავე პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზად იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებისთანავე მზად იქნება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობისთვის.
როგორც “კვირას“ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, არჩევნების სამართლიანობის და თავისუფლების მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად, პარლამენტის თავმჯდომარე მიზანშეწონილად თვლის გარკვეული პერიოდულობით სამუშაო შეხვედრების გამართვას ხელისუფლების ყველა შტოს ხელმძღვანელი პირების – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – მონაწილეობით.
„აღნიშნული რეგულარული სამუშაო ფორმატით საშუალებას მოგვცემს, დროული და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა საკითხზე, თავიდან ავიცილოთ თემების ზედმეტი პოლიტიზება და გავზარდოთ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები