კახა კალაძე: მგონია, რომ საქმე გვაქვს ჭორიკანობასთან

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ცალკეულ პირებზე ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურს სპეკულაციებს უკავშირებს.
”არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება, თუმცა საეჭვოდ დაემთხვა ბატონი პაპუაშვილის განცხადებასაც. ზოგადად, გაუგებარია ეს განცხადებები, რადგან პაპუაშვილთან დაკავშირებით პრემიერმა გააკეთა განცხადება, ესაუბრა და უთხრა, მიემართა პროკურატურისთვის, რომ თუ გააჩნდა რაიმე დამადასტურებელი მასალები იმისა, რომ მოსამართლეებზე მიდის ზეწოლა, პროკურატურა ამაზე შესაბამის ღონისძიებებს გაატარებდა”, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
კალაძე მიიჩნევს, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირებისგან მსგავსი განცხადებები მიზანშეწონილი არ არის.
”არ მისულა პაპუაშვილი პროკურატურაში და მგონია, რომ საქმე გვაქვს ჭორიკანობასთან – როდესაც ქალბატონები ჭორაობენ. ვფიქრობ, ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია სახელმწიფო ინსტიტუტების, რომელზეც დგას ნებისმიერი ევროპული ქვეყანა”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები