მანანა კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას აფასებს: ალკოჰოლის ცოტა ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული

გამიჩნდა განცდა, რომ ალკოჰოლის ცოტა მეტი დოზა ჰქონდა მიღებული, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადებამ დააბნია.
„დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. გამიჩნდა განცდა, რომ ალკოჰოლის ცოტა მეტი დოზა ჰქონდა მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ არ ვთქვი ეს ეკრანზე. პირველი, რაც ვიფიქრე, ზოგადად, უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი – თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ამიტომ როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს რაღაც ღირებული უნდა თქვას, მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია“, -აცხადებს მანანა კობახიძე.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამართალდამცავთა მხრიდან მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები