მთავარი პროკურორი მზადაა, პრეზიდენტს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს  დაუყოვნებლივ ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურორი  ასევე მზადყოფნას გამოთქვამს  დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შესახვედრად, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
შეხვედრების შესახებ მთავარი პროკურატურის ადმინისტრაცის მიერ უკვე ეცნობათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და  საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები