თავდასხმა ფლორიდის ღამის კლუბში – თავდამსხმელმა სულ მცირე 100-ჯერ გაისროლა

აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ ფორტ-მაიერსის ღამის კლუბში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაიჭრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელი კლუბში შევიდა და იქ მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნა. მან სულ მცირე ასჯერ გაისროლა. ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ ფლორიდის ქალაქ ორლანდოში დაახლოებით ერთი თვის წინ გეიკლუბზე თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები