საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე სხდომა გაგრძელდა

რამდენიმე წუთის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღეს და სასამართლოში უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე სხდომა გაგრძელდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეებმა გამოაცხადეს, რის თანახმადაც მათ არ დააკმაყოფილეს ინიციატივა.
მოსამართლეთა ინიციატივა გულისხმობდა აღნიშნული საქმეების გადადებას მანამ, პროკურატურა გიორგი პაპუაშვილის მიერ მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით დასკვნას არ გამოიტანდა.
მოსამართლეთა ამ გადაწყვეტილებას მერაბ ტურავაც მხარს უჭერდა. ერთ-ერთმა მოსამართლემ, ლალი ფაფიაშვილმა კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კოლეგიის ნაწილს სხდომის გადადება უნდოდა, თუმცა ეს არ უნდა აღიქმებოდეს გაჭიანურების მცდელობად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები