მაია ფანჯიკიძე ნატოს ღია კარის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვილნიუსში ნატოს ღია კარის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას,- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “ნატოს ღია კარი – ათი წელი “ბიგ ბენგიდან” 3-4 აპრილს იმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძე დღეს სიტყვით გამოვა მინისტრების მრგვალი მაგიდის სესიაზე – “ნატოს ღია კარის პოლიტიკის რელევანტურობა”. მთავარი განსახილველი თემები ევროპაში და მის საზღვრებთან სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის მნიშვნელობა იქნება. დღესვე იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ აღიქმება და რა მნიშვნელობა აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას ბალტიის, ბალკანეთის და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები